Pferdemarkt Heilbronn (Deutschland) – ცხენების ბაზარი ჰაილბრონში (გერმანია)

21.02 – 22.02.15 განიმართებოდა ჰეილბროში ყოველშლიაური ცხენების ბაზარი. სახელი ტრადიციონალურად აქვს ამ ტავყრილობას შემორჩენილი. დღეს ამ ბაზარზე კარუსელებია და სხვადახვა ჯოხურები:

– ტანსაცემლი
– საკვები
– გასართობები
– და სხვადასხვა საქონელი

Foto 22.02.15 18 48 52 Foto 22.02.15 18 49 28 Foto 22.02.15 18 50 42 Foto 22.02.15 18 52 09 Foto 22.02.15 18 53 01  Foto 22.02.15 19 01 07Foto 22.02.15 18 54 31 Foto 22.02.15 18 55 40

Advertisements

ფესვები

ტოტები ფესვებს ემდურებიდნენ,

რათა ხართ მიწას ასე გამჯდარნი.

ნუთუ არა გსურთ აღმოფრქვევა

და ჩვენსავით მზესთან თამაში.

დღიურის ჩანაწერი – 13.02.15 – ლაშა

დღე ჯერ კიდე ახალგაზრდაა. ჩემი ფიქრები ერთმანეთს ასწრებენ. მე ვცრდილობ თავს კონცენტრაცია გაუწიო. წერის საშვალების გამოყენებით ვალაგებ ფიქრებს. ენერგიას კალაპოტში ჩასმა უნდა. სანთელი მაგიდის ქვეშ ოთახს ვერ გაანათებს, სანთელი უნდა დაიდგას მაგიდაზე. გუშინ სიზმარი ვნახე. მეუღლე ვიყავი და მამა მრავალ შვილთა. რა სიმდიდრეა. რომ უდგეხარ ვინმეს გვერდში, ცხოვრების კარგსა და …

…უკეთეს დროში. რადგან ცხოვრება მხოლოდ კარგი დროისგან შეიძლება შესდგებოდეს. რაც არ უნდა ძნელი იყოს მდგომარეობა. უფალი არასოდეს შეგიყვანს მდგომარებიაში, რომელსაც შენ ვერ დასძლევ. და მაშინ როდესაც შევიგრძნობთ დარდს და სინანულს, ვართ ჩვენი უცოდინრობისა და ურწმუნოებისა მსხვერპლნი. რადგან ვერ ვხვდებით იმას რა ბედნიერნი ვართ. ყოველი გულის ტკივილი არის ისეთი ძლიერი ბედნიერება, რომ ტკივილად გვეჩვენება და თუ შევძელთ დანახვა იმ მადლიერებისა, რომელთც ვართ მდიდარნი, გახსნს გული და იღფეთქს მადლიერება.

ყავის ბოლო წვეთიც დაილია და დრო წეროისა აზრთ. დროა ქმედების და გადატრიალების ჩვენთა აზრთა და ფიქრთა…

Quote

“როგორც მხატვარი…

როგორც მხატვარი დროს ფერებით აგროვებს  თავის ნახატში,

ვაგროვებთ ჩვენც დროს ჩვენი მოქმედებებით ჩვენს ვინაობაში. (ფიქრები)

Image

ფიქრები

ფიქრები

რაც გადის, დრო კი არა, ფიქრებია…

საიდან დავიწყო? დავიწყებ იქიდან რომ მე არ ვარ მყოფადი არამედ განვითარებადი. როგორც არც ერთი დღე, ისე არც ერთი წამი, არ მეორდება. ასევე შეიძლება ითქვას რომ, არც მე არ ვარ ის ვინც ვიყავი წუხელ, რადგან განვითარდი, გარდავიქმენი. ამიტომ არ არის ადამიანი მყოფადი არამედ განვითარებადი.

ჩვენ ფიქრებს, ფიქრებით ჩამოყალიბებულ აზრებს, აზროვნებით მიღებულ გადაწყვეტილებებს და ჩვები გადაწყვეტილებებით განხორციელებულ მოქმედებებს გავლენა ახდენს ჩვენს მყოფადობაზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჩვენი განვითარებადობის მოკლე მენტაჟია. ამ ჩვენ მოკლე მენტაჟიურ გადაღებაზე ჩანს თუ რითი ვიყავით დასაქმებული.

დრო და ამით ცხოვრება შედგება მრავალი ახლანდელობისაგან, ეს ახლანდელობა პრინციპში ერთი და იგივე ფენომენია, განსხვავდება ერთმანეთისგან მხოლოდ იმით, რომ რაღაც პროცესი განხორციელდა და ამ პროცესმა ცვლილება წარმოშო.

დრო ცვლილებაა, დრო ცხოვრებაა, ამისდა გამომდინარე ცხოვრება ცვლილებაა.

როგორც მხატვარი დროს ანუ ახლანდელობებს აგროვებს ფერებით თავის ნახატში, ვაგროვებთ ჩვენც ახლანდელობებს ჩვენი მოქმედებებით ჩვენს ვინაობაში.

მოდით დებო და ძმებო ვხატოთ ულამაზესი ხატები…